სასწავლო პროექტი

1. პროეტის სახელწოდება: ჩვენი სოფლის მდინარე _ ,,აგიდაყვა''.
2. პროექტის მთავარი იდეა: რატომ დაერქვა მდინარეს აგიდაყვა? რამდენად უფრთხილდება მოსახლეობა მდინარეს?
3. პროექტის აქტუალობა: მდინარის მოვლა,დაცვა და სიყვარული ბავშვებმა პატარაობიდანვე უნდა შეისისხლხორცონ.
4. პროექტის მიზნები: გაიგონ მდინარის სახელწოდების წარმოშობა.მიეჩვიონ ბუნების გაფრთხილებას,განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო,სიტყვიერად და ჩანახატების სახით გადმოსცეს მოსწავლეებმა თავისი განწყობა მდინარე ,,აგიდაყვას" გარემოს მიმართ.
5. მონაწილეთა ასაკი: 6–7 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:გაიგებენ მდინარის სახელწოდების წარმოშობას,გაუჩნდებათ ბუნებასთან ახლო ურთიერთობის და მდინარის მოვლის სურვილი,მოსახლეობაც უფრო მეტად გაუფრთხილდება მდინარეს.შეიქმნება ნახატების სტენდი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფურცლები, ფანქრები, ხელთათმანები, პარკები,ავტოკალმები,ფოტოაპარატი,პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კლასი დაყოფილია ორ ჯგუფად.ჯგუფებს ვაცნობ შესასრულებელ სამუშაოს:
         I.ჯგუფი –– დაივლის მდინარის მარცხენა სანაპიროს და მის მოსახლეობას.
        II ჯგუფი ––დაივლის მდინარის მარჯვენა სანაპიროს და მის მოსახლეობას.
მოსწავლეები ამოწმებენ სანაპიროს სისუფთავეს .სთხოვენ მოსახლეობას არ დაანაგვიანონ მდინარე და მისი მიმდებარე ტერიტორია.
         საკლასო ოთახში ორივე ჯგუფს ვაძლევ დავალებას.
          I.ჯგუფი ––დახატონ პეიზაჟი ნანახი შთაბეჭდილებებით.
         II ჯგუფი ––დაწერონ თხზულება ,,ჩემი მდინარე."
    თითოეული ჯგუფი აკეთებს ნამუშევრების პრეზენტაციას.
10.საგნებთან კავშირი: ქართული,ხელოვნება,ისტი.
11.პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ხინიკაძე.
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:MARINAKHINIKADZE@GMAIL.COM.